NDI: გამოკითხულთა 26%-ს სააკაშვილის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს, ივანიშვილის მიმართ 17%-ს

ndi-ის კითხვაზე, დადებითი დამოკიდებულება გაქვთ თუ უარყოფითი დასახელებულ პოლიტიკოსებზე, გამოკითხულთა 26 პროცენტს მიხიელ სააკაშვილის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს, ხოლო 39 %-ს უარყოფითი.

ხოლო ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოკითხულთა 49%-ს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, ხოლო 17-ს დადებითი.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად