NDI: გამოკითხულთა 25%-მა, ვინც მივიდა არჩევნებზე, არ იცის ვინ არის მისი მაჟორიტარი პარლამენტში

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 2016 წლის 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე ჩატარებული გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია გამართა. 

არსებული მონაცემების მიხევდით, გამოკითხულთა 25%-მა, ვინც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში. 

გამოკითხულთა 65%-მა იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, ხოლო 8%-მა დასმულ კითხვაზე არასწორი პასუხი გასცა. 

ცნობისთვის, NDI-ს გამოკითხვაში მონაწილეობა სულ 3 141-მა ადამიანმა მიიღო. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად