NDI: ევროკავშირში გაწევრიანებას 78% უჭერს მხარს , NATO-ს წევრობას – 71%

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 78%-სთვის მისაღებია გაცხადებული მიზანი, რომლის თანახმადაც, საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ხოლო 14%-სთვის საქართველოს ევორკავშირში გაწევრიანება მიუღებელია.

ამასთან, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 71%-სთვის მისაღებია ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება, ხოლო 17%-სთვის მიუღებელი.

შეგახსენებთ, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად