NDI: 82% ეთანხმება მოსაზრებას, რომ მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთმანეთთან ითანამშრომლოს

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 76% მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის საქმიანობაში.-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 76% მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის საქმიანობაში.

კითხვაზე, ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებას: “იმისთვის, რომ ახალმა პარლამენტმა ჩემნაირი ადამიანების ინტერესები გაატაროს, მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთმანეთთან ითანამშრომლოს,” – 82% ეთანხმება ამ მოსაზრებას, ხოლო არ ეთანხმება მხოლოდ 9%. კითხვაზე პასუხი არ იცის -9%მა, ხოლო უარი აქვს პასუხზე -1%-ს.

ასევე შეკითხვაზე – ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას: “იმისთვის, რომ ახალმა პარლამენტმა ჩემნაირი ადამიანების ინტერესები გაატაროს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის საქმიანობაში” – 76% ეთანხმება ამ მოსაზრებას, ხოლო არ ეთანხმება მხოლოდ 13%.

NDI-ის კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...