A1 ბანერი

NCSC-ის ხელმძღვანელი: ახლო მომავალში პირველი კატეგორიის კიბერთავდასხმას შევეჯახებით

მიუხედავად იმ წარმატებებისა, რასაც ბრიტანეთმა ქვეყნის კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით მიაღწია, საფრთხეების შემცირების შესახებ საუბარი ჯერ ადრეა, – ამის შესახებ ბრიტანეთის ეროვნული კომპიუტერული უსაფრთხოების ცენტრის (NCSC) ხელმძღვანელმა სიარან მარტინმა განაცხადა.

მისი თქმით, უწყების არსებობის ორი წლის განმავლობაში მას მონაწილეობის მიღება მოუწია ათასზე მეტი მსხვილი კიბერთავდასხმის მოგერიების პროცესში, თუმცა, იგი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ყველაზე საშინელი ჯერ კიდევ წინ არის.

NCSC-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ დიდ ბრიტანეთზე განხორციელებული კიბერთავდასხმების უმრავლესობა ჰაკერული დაჯგუფებების მიერ იყო განხორციელებული. მისი მოსაზრებით, აღნიშნული ჰაკერული თავდასხმები ლონდონის მტერი სახელმწიფოების მხარდაჭერით ხორციელდება.

“ეს დაჯგუფებები ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე სერიოზულ და პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს. ეჭვიც არ მეპარება, რომ ახლო მომავალში, ჩვენ – NCSC და მთელი ქვეყანა სრულმასშტაბიან თავდასხმას შევეჯახებით, რასაც პირველი კატეგორიის თავდასხმას ვუწოდებთ.

იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ეს არ მოხდება, ყურადღებით უნდა ვიყოთ და თვალი ვადევნოთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ჩვენს კრიტიკულად მნიშვნელოვან სისტემებს დაესხმებიან თავს, რათა მოიპარონ სტრატეგიულად, ან კომერციულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია”, – აცხადებს მარტინი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...