NCC: Covid-19-ით შექმნილი რთული მდგომარეობის მიუხედავად, მთელს ქვეყანასა და თბილისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება!

სამშენებლო კომპანია NCC- ისოციალურ ქსელში განცხადებას ავრცლებს, სადაც ნათქვამია.

“კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი რთული მდგომარეობის მიუხედავად, მთელს ქვეყანასა და თბილისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება!

კომპანია ენსისი ძალ-ღონეს არ იშურებს რათა არ შეფერხდეს ქვეყნისთვის და განსაკუთრებით დედაქალაქისთვისა და მისი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული სამუშაოების დროული და ხარისხიანი შესრულება.

კომპანია ასევე ზრუნავს მისი ასობით თანამშრომლის კეთილდღეობაზე და ყველაფერს აკეთებს, რათა ერთის მხრივ ყველა მათგანმა დროულად მიიღოს კუთვნილი ხელფასები და ასევე სრულფასოვნად იქნეს დაცული მოთხოვნილი სანიტარული და უსაფრთხოების ზომები როგორც უშუალოდ სამშენებლო ობიექტებზე, ისე მათი ტრანსპორტირებისას.

ჩვენ ვმუშაობთ თქვენთვის, დარჩი სახლში ჩვენთვის!” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად