NBC: კანადისა და აშშ-ის საზღვარზე დააკავეს პირი, რომელიც ტრამპისათვის მოწამლული წერილის გაგზავნაშია ეჭვმიტანილი

პირი, რომელსაც გამომძიებლის აზრით, შეეძლო აშშ-ის პრეზიდენტისთვის მომწავლელი ნივთიერების, რიცინის შემცველი წერილის გაგზავნა, დააკავეს კანადისა და აშშ-ის საზღვარზე მაშინ, როდესაც ის კანადიდან ამერიკაში შესვლას ლამობდა. ამის შესახებ კვირას, აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების წყაროს მითითებით, ინფორმაცია გაავრცელა NBC-მა.

გამოცემის თანახმად, დაკავება აშშ-ის საბაჟოსა და სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა (ქვეყნის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში) განახორციელეს. დეტალები არ არის მოწოდებული.

შეგახსენებთ, შაბათს, CNN– მა პირველმა განაცხადა, იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპს გაუგზავნეს წერილი, რომელიც მომწამლავ ნივთიერება რიცინს შეიცავდა. რიცინი არის მცენარეული ცილის შხამი. მისი მიღების შემთხვევაში, მას შეუძლია გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, შინაგანი სისხლდენა, ორგანოების უკმარისობა და სიკვდილი. მისი საწინააღმდეგო მოქმედების საშუალება კი არ არსებობს.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად