NBA-ს ვარსკვლავს კევინ დურანტს კორონა ვირუსი დაუდგინდა

NBA-ს სუპერვარსკვლავი კევინ დურანტი “ბრუკლინის” იმ ოთხ კალათბურთელს შორისაა, რომლებსაც კორონა ვირუსი დაუდგინდათ. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა USA TUDAY წერს.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გუნდის Brooklyn Nets-ის 4 მოთამაშეს კორონა ვიუსით ინფიცირება დაუდგინეს. ამის შესახებ გუნდის ოფიციაური წარმომადგენლობა იტყობინება.

ცნობაში ვირუსით დაავადებული სხვა კალათბურთელები დასახელებულები არ არიან, თუმცა დურანტის ინფიცირებას ადასტურებენ.

“ოთხიდან ერთ კალათბურთელს აქვს მხოლოდ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. დანარჩენების ავადმყოფობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ყველა მათგანი კარანტინის პირობებშია” – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად