NBA-ს ALL STAR-ის შუალედური შედეგებით ზაზა ფაჩულიამ 823 376 ხმა მიიღო

NBA-ს „ყველა ვარსკვლავის“ შუალედური შედეგები რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

 ზაზა ფაჩულია ისევ ლიდერია და ის მეორე ადგილზეა. პირველ ადგილს კვლავ კევინ დიურანტი იკავებს.

ALL STAR-ში მოსახვედრად ორი მცველი და სამი ფორვარდი შეირჩევა, თუმცა, წინა წლებისგან განსხვავებით, წელს სისტემა შეიცვალა. ფანების ხმები მხოლოდ 50% ქულას აგროვებენ, დანარჩენი 50% კი ასოციაციის კალათბურთელებსა და ჟურნალისტებს ეკუთვნით (25%-25%).

ხმის მიცემა 16 იანვარს, 23:59 საათზე დასრულდება. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...