ნაზი ჯანეზაშვილი: თამარ ონიანი უნდა ჩამოშორდეს მოსამართლეების შერჩევის პროცესს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ხოლო საბჭოს წევრი თამარ ონიანი უნდა ჩამოშორდეს პროცესს, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სხდომაა.

დღეს გადაწყდება 144 განმცხადებლიდან ვინ გადავა შემდგომ ეტაპზე და ვის მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

მე და Anna Dolidze-ს ორი მოთხოვნა გვაქვს:

1⃣ გიორგი მიქაუტაძე ვერ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნას, რადგან 3 რეკომენდატორი არ ჰყავს (მხოლოდ ორი მიუთითა) და ამიტომ ის შემდგომ ეტაპზე არ უნდა გადავიდეს 

2⃣ თამარ ონიანი უნდა ჩამოშორდეს მთლიანად შერჩევის პროცესს, რადგან მისი მაზლი (აზნაურაშვილი) მონაწილეობს კონკურსში. მე მისი მაზლის კომენტარები ვნახე მედიაში, და მინდა კიდევ ერთხელ დავაზუსტო, რომ ჩვენი მოთხოვნის ადრესატი არის ონიანი, როგორც საბჭოს წევრი, რომელსაც აქვს აშკარა ინტერესთა კონფლიქტი და არა მისი ოჯახის წევრი, რომელსაც უფლება აქვს მონაწილეობდეს ამ კონკურსში

 სხდომა 15:00 საათზეა!”, – წერს ნაზი ჯანეზაშვილი.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაასრულა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიაზე განცხადებების მიღება, რომელიც ელექტრონულად 11 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა. განცხადების მიხედვით, 144 კანდიდატია, მათ შორის არ არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილი.

იხიელეთ აქ: უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 144 კანდიდატი შეირჩა (სია)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...