ნაზი ჯანეზაშვილი: მურუსიძემ ერთგვარად დაადასტურა, რომ სასამართლოში კლანია

ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნის შესახებ განაცხადა.

“იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და იმ მოსამართლეთა ჯგუფმა, რომელიც მართავს სასამართლო სისტემას თქვა, რომ დიახ ჩვენ შეგვიძლია დავნიშნოთ მურუსიძე, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მხარი არ დაუჭირეთ ჩინჩალაძეს და იმ 9 ადამიანს, რომელიც მათ წარმოადგინეს ცოტა ხნის წინ. სასამართლო დღეს იბრძვის და აჩვენებენ რომ ბრძოლაში უკომპრომისოები არიან. ცხადად აჩვენებენ, რომ ყველანაირ გადაწყვეტილებაზე წამსვლელები არიან, თუნდაც ისეთი ოდიოზური პერსონის მიმართ, რომელმაც სასამართლოზე უარყოფითი გავლენა მოახდინა და ის მაინც დანიშნონ უვადოდ თანამდებობაზე. დღეს მურუსიძემ ერთგვარად დაადასტურა, რომ სასამართლოში კლანია, როცა თქვა, რომ იგი არის უპირობო ლიდერი სასამართლო სისტემის”

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად