ნაზი ჯანეზაშვილი: გაკეთებული განცხადების გამო, მიხეილ ჩინჩალაძემ ირაკლი შენგელიას ყური აუწია

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძემ, რომელმაც უზენაესის მოსამართლეობაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენა გაიარა, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი “აიპრესთან” აცხადებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ მიხეილ ჩინჩალაძემ, რომელიც მისი თქმით ე.წ. სასამართლოს კლანის ხელმძღვანელია, ლევან თევზაძე, სიძის, უმაღლესი საბჭოს წერის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარის ირაკლი შენგელიას გაკეთებული განცხადების გამო დასაჯეს.

“ჩემში ეჭვს იწვევს ერთი რამე. მან ზუსტად ორი დღის წინ დაწერა განცხადება, სადაც უარს ამბობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეობაზე და  არანაირი მიზეზები მას არ აუხსნია.

შესაბამისად ეს აჩენს ეჭვებს, ხომ არ უკავშირდება ეს უარი ირაკლი შენგელიას განცხადებას, რომელიც მან საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე გააკეთა. ეს არის ე.წ. მაფიოზურ პრინციპებზე აგებული კლანი, სადაც როგორც ჩანს სჯიან კიდეც ადამიანებს და მე დავარქმევდი ამას, რომ ირაკლი შენგელიას იმ განცხადების გამო, რომელმაც სერიოზული ზიანი მიაყენა საქართველოს პარლამენტს და არა სასამართლოს, ჩინჩალაძემ აუწია ყური ირაკლი შენგელიას. კანდიდატურის მოხსნას სხვა ვერაფერს დავარქმევ.

ლევან თევზაძე ირაკლი შენგელიას ცილის ძმაა და იგი გამეტებით იცავდა მას, იყო ერთგვარი არაოფიციალური კვოტის შემადგენელი ნაწილი საქართველოს უზენაეს სასამართლოში და როგორ ჩანს ეს შესაძლებლობა მან დაკარგა თავისი განცხადების გამო. მე მიმაჩნია რომ იგი დასაჯეს. თუმცა ამას ღიად არავინ არ იტყვის, არ გამოიტანენ გარეთ, იმიტომ რომ ეს არის კლანი და არ არის საჯარო მმართველობაზე აგებული სისტემა და რა მოხდა საზოგადოება ვერ გაიგებს.

ცხადია რომ მისი ცოლის ძმაა, ცხადია, რომ შენგელიამ გააკეთა ძალიან დამაზიანებელი განცხადება პარლამენტისთვის და საბოლოო შედეგად ვიღებთ იმას რომ ამ ცოლის ძმას გააქვს თავისი კანდიდატურა” – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ცნობისთის, ლევან თევზაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და განცხადება გავრცელა

შეგახსენებთ, 2019 წლის 15 აგვისტოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენის დასრუებს შემდეგ, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა: შენგელიამ მითხრა, მიხეილ ჩინჩალაძეს უმადლოდე საბჭოს წევრი რომ ხარო

სტატიის ავტორი ირმა მესხია
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...