ნაზი ჯანეზაშვილი: დღეს ანა დოლიძე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში მდებს ბრალს, ფსკერზე ფსკერია!

ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი, ამავე საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

“პოლიტიკური პლატფორმის შექმნიდან მე-3 დღეს ანა დოლიძე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში მდებს ბრალს. ფსკერზე ფსკერია!
საინტერესოა თვითონ მოიფიქრა თუ მისმა პოლიტიკურმა თანამოაზრეებმა ურჩიეს ეს “სიბრძნე”?” – წერს სოციალურ ქსელ ფეიბუქში.

სოციალური ქსელის მომხმარებლების კითხვაზე, კონკრატულად რა დანაშაულზეა საუბარი, ნაზი ჯანეზაშვილი პასუხობს. დანაშაულის დაფარვააო, ჩუგოშვილზე რაც ვთქვი იმის შესახებ. აღარც მინდა წარმოვიდგინო, ეგ რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, რას იზამს, მე კი მიშვებს ციხეში 🙂 დაუჯერებელია ახლა რაც ხდება”.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ თამარ ჩუგოშვილმა, ქართულ ოცნებაში ყოფნის პერიოდში რამდენჯერმე დაურეკა და სთხოვდა გაჩუმებულიყო. მისი თქმით, ჩუგოშვილი ამბობდა, რომ არ მოსწონდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში “ხმაური”.

რის შემდეგ  დამოუკიდებელმა დეპუტატმა,  თამარ ჩუგოშვილი ნაზი ჯანეზაშვილს ასე უპასუხა:  არასასიამოვნო სანახავია, შენ თვალწინ ადამიანები სახეს რომ კარგავენ

შეგახსენებთ, ანა დოლიძემ “მოძრაობა ხალხისთვის” დააფუძნა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად