ნაზი ჯანეზაშვილი: ანა დოლიძე ისე წავიდა საბჭოდან, რომ კითხვას მისი დაფინანსების შესახებ არ უპასუხა

დღეს ვიუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამრთლე წევრმა ანა დოოლიძემ საბჭოს წევრის თანამდებობა დატოვა. რასაც სოციალურ ქსელში ამავე საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილი ეხმიანება.

“ანა დოლიძის გადადგომით დადასტურდა აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც მე აქამდე ვამბობდი, ხოლო მისი მხრიდან იმის მტკიცება რომ პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწეოდა, იყო თვალთმაქცობა. სამწუხაროა, რომ ეს ნაბიჯი თავის დროზე საკუთარი ინიციატივით არ გადადგა და საჭირო გახდა სხვების მითითება. პოლიტიკაში წასვლა მისი არჩევანია და მას ამის სრული უფლება აქვს, უბრალოდ საბჭოს წევრობასთან მისი საქმიანობა ამდენი ხნის განმავლობაში იყო შეუთავსებელი და კანონდარღვევა.

ანა დოლიძე ისე წავიდა საბჭოდან, რომ კითხვას მისი დაფინანსების შესახებ არ უპასუხა.

სასამართლო თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან, იმედი მაქვს ჩვენ ამას შევძლებთ!” – წერს ნზაზი ჯანეზაშვილი.

 

შეგახსენებთ, ანა დოლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტოვებს იუსტიციის უმაღლეს საბჭს. – ქართველ ხალხთან ერთად მე შევქმნი ახალ სასამართლოს, სადაც არ იქნება მურუსიძე და ჩინჩალაძე

შეგახსენებთ, ანა დლიძემ საბჭოს წევრობის პარალელურად პოლიტიკურ პარტიებთან მემორანდუმს მოაწერა ხელი. რაც საბჭოს წესდებით კანონდარღვევაა.

მოგვიანებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამრთლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა ანა დოლიძეს იუსტიციის საბჭოს წევრობის დატოვებისკენ მოუწოდეს.

სალომე ზურაბიშვილი: პრეზიდენტი ელოდება, რომ ქალბატონი ანა დოლიძე მიიღებს დროულ და ღირსეულ გადაწყვეტილებას

NGO: თუ ანა დოლიძე უახლოეს მომავალში პოლიტიკურ საქმიანობას აპირებს, მოვუწოდებთ, დროულად დატოვოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

ნაზი ჯანეზაშვილი: ამის მერე კვლავ არის კითხვები ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით?

ნაზი ჯანეზაშვილი: ანა დოლიძემ უნდა უპასუხოს კითხვას – ვინ აფინანსებს?

შეგახსენებთ, ანა დოლიძემ “მოძრაობა ხალხისთვის” დააფუძნა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად