ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნა 2050 წლისთვის შესაძლოა 2-ჯერ დაეცეს

საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ World Energy Outlook 2019-ში ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნის ანგარიში წარადგინა.

საბაზისო სცენარის მიხედვით, 2040 წლისთვის მოთხოვნა დღეში 96,9-დან 106,4 მილიონ ბარელამდე გაიზრდება. კონსერვატიული სცენარის მიხედვით, მოთხოვნის გაზრდა დღეში 121 მილიონ ბარელამდე ივარაუდებოდა. მდგრადი განვითარების სცენარი, რომელიც გაერო-ს ენერგეტიკული მიზნებისა მიღწევასა და პარიზის შეთანხმების შესრულებას ითვალისწინებს, გულისხმობს, რომ ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნა 2040 წლისთვის დღეში 66,9 მილიონ ბარელამდე, ხოლო 2050 წლისთვის დღეში 50 მილიონ ბარელამდე შემცირდება.

საბაზისო პროგნოზის მიხედვით, მოთხოვნა ყველაზე მეტად გაიზრდება ინდოეთში, 2040 წლისთვის დღეში 9 მილიონ ბარელამდე, ახლო აღმოსავლეთისთვის კი მოთხოვნა დღეში 7,5 მილიონი ბარელიდან 10,2 მილიონ ბარელამდე გაიზრდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად