ნავთობმომპოვებელი კომპანია “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას” ყოფილი თანამშრომლები დედოფლისწყაროში აქციას მართავენ

ნავთობმომპოვებელი კომპანია “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას” ყოფილი თანამშრომლები დედოფლისწყაროში აქციას მართავენ.

ნავთიბბაზასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების თქმით, მათი ინფორმაციით, კომპანია მუნიციპალიტეტში მოპოვებული ნავთობის გატანას გეგმავს.

დაზარალებულების მოთხვნები კი კვლავ უცვლელია: მოხდეს სახელფასო დავალიანებების დროულად დაფარვა და უსამართლოდ გათავისუფლებულების სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ცნობისათვის, ,,ფრონტერას” წინააღმდეგ სახელმწიფოს დავა საერთაშორისო არბიტრაჟში აქვს დაწყებული. კომპანია “ფრონტერას” 11-თვიანი დავალიანება 84 თანამშრომლის მიმართ ჯამში მილიონამდე ლარი აქვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად