ნავთობმაგნატის ყოფილმა ცოლმა მილიარდიან ჩეკზე უარი თქვა

ნავთობმაგნატის ჰაროლდ ჰამის ყოფილმა ცოლმა სიუ ენ არნალმა უარი თქვა 1 მილიარდიან ჩეკზე და განაცხადა, რომ მას მეტი ეკუთვნის.

CNBC-ს ცნობით, სასამართლომ დაადგინა, რომ წყვილის დაშორების შემდეგ, სიუ ენ არნალისთვის ქმარს 974 790 317.77 აშშ დოლარი უნდა გადაეცა. მაგნატის ყოფილმა ცოლმა სააპელაციო სასამართლოს უკვე მიმართა და ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სასამართლომ მისი წილი ქონებაში საკმარისად ვერ შეაფასა.

ამასთან, აპელაციის შეტანის შემდეგ, მისმა ყოფილმა ქმარმა სცადა პირადად გადაეცა ჩეკი აღნიშნულ თანხაზე, რაზეც არნალმა უარი განაცხადა.

Forbes-ის მონაცემებით, ჰაროლდ ჰამი მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში 24-ე ადგილს იკავებს და მისი ქონება 18.7 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. მან ცოლთან 26 წელი გაატარა, მათ ორი შვილი ჰყავთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად