ნავთობის ფასი კლებას განაგრძობს

NULL

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი კლებას განაგრძობს. ბოლო მონაცემებით, ნიუ-იორკის ბირჟაზე WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი კიდევ 0,57 პროცენტით შემცირდა და ერთ ბარელზე 33,08 დოლარი შეადგინა. რაც შეეხება „ბრენტის“ ტიპის ნავთობს, მისი ფასი 0,65 პროცენტით შემცირდა. შედეგად, ერთი ბარელის ფასი ბოლო მონაცემებით, 33,53 დოლარს შეადგენს. მსოფლიოში ნავთობის ფასების დაცემა ბაზარზე მარაგის გადაჭარბებულმა მიწოდებამ განაპირობა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ „შავი ოქროს“ ფასი კიდევ შემცირდება.

წყარო: BPN

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად