A1 ბანერი

ნავთობის გაიაფების ფონზე, კანადის ეკონომიკა რეცესიისკენ მიდის

კანადის ეკონომიკა წლის მეორე კვარტალშიც შემცირდა. პირველად ფინანსური კრიზისის შემდეგ ქვეყანა ეკონომიკური რეცესიისკენ მიდის.

ანალიტიკოსების ინფორმაციით, ქვეყანაში ინვესტიციების შეფერხება პირველ რიგში იაფმა ნავთობმა გამოიწვია.

მეორე კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 0,5 პროცენტით გაიზარდა. აღსანიშნავია, რეცესიის ფონზე ქვეყნის ხელისუფლება საარჩევნო კამპანიაში შედის.

ბოლოს კანადამ რეცესია 2008-09 წლების გლობალური კრიზისის დროს განიცადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...