ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობაზე საუბრები მიმდინარეობს

NULL

ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის განცხადებით, ირანის დახმარებით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობის საკითხზე, გარკვეული საუბრები ეკონომიკის სამინისტროსთან მიმდინარეობდა, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილებები არ არსებობს.

მისი თქმით, იყო საუბრები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, შეხვედრები ეკონომიკის სამინისტროში, თუმცა, კალაძის თქმით, ჯერჯერობით რაიმე სიახლე ამასთან დაკავშირებით, არ არის.

„რაც შეეხება ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობის საკითხს, ირანის დახმარებით, ამ ეტაპზე კონკრეტიკა არ არის. იყო ზოგადი საუბრები ეკონომიკის სამინისტროსთან, ჰქონდათ შეხვედრები, თუმცა, ჯერ-ჯერობით რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის. ზოგადად, ყველა ინვესტიცია, რომელიც ჩვენ ქვეყანაში განხორციელდება, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ყურადღებით ვართ ჩართული, რომ დავეხმაროთ ნებისმიერი ინვესტიციის განხორციელებას“,- განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...