ნავალნის საქმესთან დაკავშირებით, რუსეთმა ევროკავშირს საპასუხო სანქციები დააკისრა

რუსეთმა ევროკავშირს, ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის გამო, ევროკავშირს საპასუხო სანქციები დაუწესა, ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

მისივე თქმით, ღონისძიებები შეეხება გერმანიისა და საფრანგეთის მეთაურების შტაბების ხელმძღვანელებს.

“ვინაიდან ნავალნისთან დაკავშირებით ევროკავშირის სანქციები პირდაპირ გავლენას ახდენს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე, ჩვენი საპასუხო სანქციები დავაწესეთ. ისინი უკვე მიღებულია და ამის შესახებ მალე ჩვენს გერმანელ და ფრანგ კოლეგებს შევატყობინებთ”, – თქვა მინისტრმა ონლაინ პრესკონფერენციაზე.

ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ ბერლინის საქციელი ნავალნისთან დაკავშირებით მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო ვალდებულებებს.

“ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ აიღო გერმანიამ ახალი გამწვავების ლიდერის როლი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებში. ჩვენ ეს გვაწუხებს, მათ შორის იმ გლობალური როლის თვალსაზრისით, რომელსაც გერმანია ასრულებს ევროპაში”, – აღნიშნა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად