ნავალნი მოათავსეს კოლონიაში, სადაც რუსეთის სასჯელაღსრულების თანამშრომლებისთვის საცვლები იკერება

ვლადიმირის ოლქში მდებარე გამოსასწორებელი კოლონია 2 (ИК-2), სადაც, სავარაუდოდ, სასჯელს უნდა იხდიდეს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, სხვადასხვა სახის ტანსაცმლით, მათ შორის, ქვედა საცვლებით ამარაგებს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურს.

გასული წლის დეკემბერში ალექსეი ნავალნიმ გამოაქვეყნა სატელეფონო საუბარი მასზე განხორციელებული თავდასხმის სავარაუდო მონაწილესთან. მან საუბარში აღიარა, რომ მონაწილეობდა ნავალნიზე განხორციელებული ქიმიური თავდასხმის კვალის განადგურებაში და თქვა ისიც, რომ საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერება დატანილი იყო პოლიტიკოსის ქვედა საცვალზე. ამის შემდეგ რეჟისორმა ვიტალი მანსკიმ რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის შენობის წინ პროტესტის ნიშნად ტრუსები მიიტანა, რაც პოლიციამ „თვალსაჩინო აგიტაციის საშუალებად“ მიიჩნია.

„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც 2020 წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა. ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს, 18 იანვარს კი 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს.

2 თებერვალს, მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის ე.წ. “ივ როშეს” საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა და 2,5 წლით გაგზავნა საერთო რეჟიმის კოლონიაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...