ნაცვლიშვილი: სააკაშვილს ვიდეომიმართვების მეშვეობით საარჩევნო კამპანიაში ჩართვა ეკრძალება

საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია მეტ-ნაკლებად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, მაგრამ მიუხედავად ამისა კანონდარღვევები როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც ფიქსირდება. 

"ზოგადი შეფასებით საქართველოში წინასაარჩევნო მეტ-ნაკლებად ნორმალურად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და დარღვევების მაშსტაბი არ არის ისეთი, როგორიც წინა საპარლამენტო არჩევნებისას გვახსოვს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ არჩევნებზე არ ფიქსირდება კანონდარღვევები, იქნება ეს სახელისუფლებო ძალის მხრიდან, თუ სხვადასხვა ოპოზიციური პოლტიკური პარტიის წარმომადგნელების მხრიდან. 

ჩვენ მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში, სამწუხაროდ, ფიქსირდება ამომრჩევლის მოსყიდვის არაერთი ფაქტის შესახებ სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მხრიდან. ასევე არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები. ასევე არის საუბარი საჯარო მოხელეების მხირდან კანონით დადგენილი წესების დარღვევებზე, როდესაც ადგილი აქვს საჯარო მოხელეების მონაწილეობას პოლიტიკური ხასიათის ღონისძიებებში. ეს მათ კანონით პირდაპირ ეკრძალებათ. 

ასევე დავაფიქსირეთ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც შესაძლო მუქარის ფაქტებს აქვს ადგილი აგიტაციის დროს. ყველა ამ სემთხვევაზე ჩვენ მივმართეთ სსს-ს და მიმდინარეობს გამოძიება. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება არა მხოლდო დაიწყოს, არამედ ეფექტურად წარიმართოს. 

სოციალური ქსელისა და Youtube-ის მეშვეობით გვაქვს დარღვევა, რომელსაც ახორციელებს უცხო ქვეყნის მოქალაქე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. ის ეფექტურად იყენებს Youtube-ის ქსელით ვიდეომიმართვებს და ამ საშუალებით მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში, რაც მას, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს პირდაპირ ეკრძალება",- განაცხადა ნაცვლიშვილმა გადაცემა "2030"-ში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად