ნაცვლიშვილი: სააკაშვილისთვის ერთი და იგივე პერსონაჟები ხან პრორუსები არიან, ხან პროდასავლურები, გააჩნია მასთან არიან თუ არა

“მიშა სააკაშვილი 1995 წლიდან შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში. გავიდა ამის შემდეგ 24 წელი და ამ 24 წლიდან ის ორჯერ იყო ხელისუფლებაში და ორჯერ იყო ოპოზიციაში. და ამ 24 წლის განმავლობასი, არ ყოფილა არცერთი წუთი, როცა მისი ოპონენტი არ ყოფილიყო მისი თქმით პრორუსი” – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა ნიკა ლალიაშვილთან ინტერვიუში.

“ერთი და იგივე პერსონაჟები თუ იყვნენ მასთან, იყვნენ პროდასვლელები, ბერძენიშვილები, ოქრუაშვილი ვინც ახლა მახსენდება. ეს ხალხი რამდენჯერმე იყო მასთან და მის წინააღმდეგ. იყვნენ მასთან და იყვნენ პროდასავლელები, უპირისპირდებოდნენ მას და ხდებოდნენ პრორუსები, ბრუნდებოდნენ მასთან და ხდებოდნენ პრორუსები. წარმოდგინეთ ახლა, მიშა სააკაშვილი საქართველოში სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორ ირაკლი ოქრუაშვილთან და ვალერი გელბახიანთან ერთად “რუს ოლიგარქ” ბიძინა ივანიშვილს რომ ებრძვვის, ახლა ეს ამ პროპაგანდის ბრწყინვალებაა, სიდუხჭირე თუ უბედურება?!

რომ იკადრე, ყველაფერს რომ იკადრებ, შედეგი რა არის?! და ამას ხალხი ვერ ხედავს?!” – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად