ნაცვლიშვილი: სააკაშვილის განცხადება ბიზნესზე, უტიფრად წარმოჩენაა მაშინდელი რეალობის

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი ტვ პალიტრაზე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას ეხმაურება, სადაც ამ უკანასკნელს კითხვა ბიზნესის რეკეტზე დაუსვეს.

“სააკაშვილი პალიტრაზე, ჟურნალისტის კითხვაზე, ხდებოდა თუ არა მის დროს ბიზნესის რეკეტი, პასუხობს, რომ ალბათ შეცდომები იყო, როგორც ყველა ქვეყანაში და სიტუაცია არ იყო იდეალური. სამაგიეროდ, ყვება მის დროს რამდენი ჩაიდო ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

გარდა იმისა, რომ ბიზნესის მდგომარეობაზე გაკეთებული ეს განცხადება ძალიან უტიფრად მცდარად წარმოჩენაა იმდროინდელი რეალობის, ეს განცხადება არის დიდი მავნებლობა. ამით ღიად აგზავნის მესიჯს, რომ ეკონომიკის წინსვლა ‘აპრავებს’ ბიზნესის და საკუთრების უფლებების ხელყოფას, და რომ დარღვევები ‘მოსულა’.

მეორეს მხრივ, ამბობს, რომ თუ გინდათ ეკონომიკის განვითარება, ეს მოითხოვს “შეცდომებს” ბიზნესთან მიმართებაში და სხვაგვარად, არ გამოდის. ყველგან, ყველა ნორმალურ ქვეყანაში ეკონომიკის მდგრადი წინსვლა და განვითარება დგას საკუთრების უფლების პატივისცემაზე, ბიზნესის თავისუფლებაზე და არა პირიქით. კაი, დავანებოთ წარსულს თავი,
სამომავლოდ ასეთ ორიენტირს სთავაზობს საქართველოს? ესაა დასავლური ღირებულებები?” – წერს ანა ნაცვლიშვილი თავის სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად