ნაცვლიშვილი: “ფრონტერას” თანამშრომლებს მთავრობამ ის კომპენსაცია მიანც მისცეს, რომელიც ეკუთვნის სამსახურ დაკარგულ ადამიანებს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი მთავრობას მოუწოდებს,  ვალდებულება შეასრულოს და კომპანია „ფრონტერას“ ყოფილ თანამშრომლებს ის კომპენსაცია მაინც მისცეს, რომელიც სამსახურდაკარგულ ადამიანებს ეკუთვნით.

როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ბექა ნაცვლიშვილმა  განაცხადა, ამერიკის კონგრესისა და სენატის წარმომადგენლებს რამდენიმე თვის წინ მიმართა კომპანია „ფრონტერას“ გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მისი წერილის მიზანი იყო როგორც კომპანიის ვალდებულებების შეუსრულებლობა სახელმწიფოს მიმართ, ასევე განსაკუთრებით ის დამოკიდებულება, რომელიც კომპანიამ თავისი დასაქმებულების მიმართ გამოიჩინა, როცა მათ 11 თვის ხელფასი არ გადასცა.

დეპუტატის თქმით, საქართველოს მთავრობას შესაძლებლობა ჰქონდა როგორც უფლებამოსილ პირს, კომპანიის მართვაში შესულიყო და მოეხდინა ამ ადამიანების სამუშაო ადგილზე აღდგენა და ხელფასების გადახდა, მაგრამ მთავრობამ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა და მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოსა და კომპანიას შორის დავა სახელმწიფოს გამარჯვებით უკვე დასრულდა, ამ ადამიანებს კომპენსაცია დღემდე მაინც არ მიუღიათ.

„უკვე მათ 16 თვის ხელფასი არ აუღიათ. ხშირ შემთვევაში, ამ ადამიანების ოჯახები ისევ ნათესავებთან ცხოვრობენ და ამ ოჯახებს კომუნალური გადასახადების, პირველადი საჭიროებების უზრუნველყოფა უჭირთ. მთავრობას მოვუწოდებ, უკვე შეასრულოს მისი ვალდებულება და არა კომპანია „ფრონტერასი“ და ამ ადამიანებს მისცეს, სულ მინიმუმ ის კომპენასაცია მაინც, რომელიც ეკუთვნის სამსახურ დაკარგულ ადამიანებს. ამ ადამიანების მაგალითზე კარგად ჩანს, თუ რამდენად უსამართლო და უსუსურია მთავრობის მიერ შემოთავაზებული სოციალური დახმარებების ახალი სისტემა. ადამიანებმა სამუშაო დაკარგეს არა პანდემიის გამოცხადების შემდეგ, არამედ მანამდე და მათი ბრალი არ არის, რომ სამსახური დაკარგეს”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა. .

.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად