გიორგი მარგველაშვილი შეიძლება მოგწონდეს ან არა, ეთანხმებოდე ან არა, მაგრამ ტყუილი არ უნდა იკადრო და დააბრალო.  - ამის შესახებ პარტია "ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება გუშინ მედიაში, აშშ- ის იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით  გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით,  ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო.

აუცილებლად მინდა ორი სიტყვა ვთქვა ოცნების ახალ დეზინფორმაციაზე.

გიორგი მარგველაშვილი შეიძლება მოგწონდეს ან არა, ეთანხმებოდე ან არა, მაგრამ ტყუილი არ უნდა იკადრო და დააბრალო.

მე პირადად მასთან და მის დაქვემდებარებაში მუშაობის დროსაც მქონდა სრული თავისუფლება, მეთქვა როცა არ ვეთანხმებოდი და ძალიან ჯანსაღი იყო მისი დამოკიდებულება განსხვავებული აზრის თუ კრიტიკის მიმართ.

მარგველაშვილს ფულის შოვნის მიზანი ან სიყვარული დააბრალო, სასაცილოა. მას უამრავი შანსი ჰქონდა ფულის კეთების ფორმალურად (ტენდერებით, პრეზიდენტის ფონდში) თუ არაფორმალურად (საჩუქრებით, რითიც ოცნების ბევრი პირი მოთაფლულა და მოსვრილა წარსულშიც, დღესაც). ბევრი ადამიანი არ მეგულება, ვინც ამგვარ არაერთ ცდუნებას გაუძლო ხელისუფლებაში და თანამდებობიდან წამოვიდა იმ ქონებით, რითიც თანამდებობაზე მოვიდა, ხელისუფლების შემდეგ არ აღმოჩნდა ფარული სიმდიდრე, ქონება, ბიზნესი და ა.შ. მაგრამ პროპაგანდის მიზანი სწორედ ისაა დაგაბრალოს რაც ყველაზე მიუღებელი და არარსებულია.ამ კორუფციაში ჩაძირულ ხელისუფლებას ყველას ნაბიჯის უკან ფული ელანდება, ეს კი არ მიკვირს - წერს ანა ნაცვლიშვილი.