ნაცვლიშვილი: მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის სამინისტრო საერთოდ არ გვჭირდება

ამის შესახებ დმოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის მოსმენისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს სოციალური სამართლიანობის საერთაშორისო დღეა და რამდენად შესაძლებელია ქვეყანაში ამ თარიღთან დაკავშირებით ზეიმი, როცა დეპუტატის თქმით, საქართველო ამ მხრივ უთანასწორობით ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა.

„იცით ეს რისი ბრალია? თქვენ აქ გამოდიხართ და ყოველთვის საუბრობთ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. საერთოდ სამინისტრო არ გვჭირდება მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, შეგიძლიათ კომპიუტერი დადოთ სამინისტროს ნაცვლად, უბრალოდ იქ ციფრები ჩაიწერება, ოდნავ თუ ასცდება დადგენილ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, აინთება წითელი, შემდეგ ეროვნული ბანკი გაასწორებს ამას და სამინისტრო საერთოდ არ გვჭირდება, გავაუქმოთ მაშინ ფინანსთა სამინისტრო, თუ უბრალოდ მაკროეკონომიკური სტაბილურობაა ფინანსთა სამინისტროს მთავარი პოლიტიკის მიზანი და პლუს ასევე ეკონომიკის სამინისტროსი“, – მიმართა ბექა ნაცვლიშვილმა ივანე მაჭავარიანს.

მისი თქმით, საარსებო მინიმუმი ახლა 190 ლარია და ამ თანხით წარმოუდგენელია ადამიანმა იკვებოს და ყველა სხვა აუცილებელი ხარჯი გადაიხადოს, მათ შორის სამედიცინო, კომუნალური, ტრანსპორტის და სხვა.

ბექა ნაცვლიშვილს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ უპასუხა, რომ  სოციალური სამართლიანობის დღეს საზეიმო ვითარებაში მსოფლიოს ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველოზე ბევრად ძლიერი ეკონომიკის ქვეყნებიც ვერ ხვდებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად