ნაცვლიშვილი გვარამიას: დაცვის სამსახურში აყვანას რომ მთხოვდი, რა პუნტულა ბოვში იყავი, რას დაგამსგავსა მიშამ, რას?!

“სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში იურისტად აყვანას რომ მთხოვდი, რა სათნო და პუნტულა ბოვში იყავი, გახსოვს? ნეტავ, ამეყვანე. რას დაგამსგავსა მიშამ, რას?! პერსონალურ პასუხიმგებლობასაც ვგრძნობ შენს გაუბედურებაში ამის გამო – ასე მიმართავს ლაშა ნაცვლიშვილი ნიკა გვარამიას იმ განცხადებების გამო, რომელიც გუშინ გააკეთა.

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

“2017 წელს ტვ პირველის ეთერში რომ გადავუარე საყვარელიძე-გვარამიას ტანდემს, პირველად მაშინ გაითამაშეს უნიჭო და ბინძური სპეტაკლი ამ მითიურ ჩანაწერებზე. მიტაცებული რ2-ის სტუდიაში, სხვათა შორის. მაშინ ასე ვუპასუხე, რასაც ახლა გაზიარებთ. მეტი რა დავამატო? რავა სულ მეორე და მესამე წრეზე ტრიალებთ თქვე გაჭირებულებო, რაცხა მეიფიქრეთ ახალი.

P.S. 2000 წელს რომ მოგიყვანა ჩემთან კახა კუკავამ, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში იურისტად აყვანას რომ მთხოვდი, რა სათნო და პუნტულა ბოვში იყავი, გახსოვს? ნეტავ, ამეყვანე! რას დაგამსგავსა მიშამ, რას?! პერსონალურ პასუხიმგებლობასაც ვგრძნობ შენს გაუბედურებაში ამის გამო’’,- წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ლაშა ნაცვლიშვილი მას ბიძინა ივანიშვილის ჩანაწერებს სთავაზობდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად