ნაცვლიშვილი: გირგვლიანს ვერ დაგვმართებენ, უნიათონი ვართ იმისთვის, რომ გირგვლიანი ჩავიდინოთ

“ქართული სახელმწიფოს ბინ ლადენი არის სიღარიბე, მისი მრავალნაირი გამოვლინებით” – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა ნიკა ლალიაშვილთან ინტერვიუში.

“მათ შორის, მატერიალური კუთხით, როდესაც ჩვენ დავანგრიეთ ჩვენი ქვეყანა, დავანგრიეთ ჩვენი ეკონომიკა, პირდაპირი გაგებით როდესაც სიღარიბე არა მხოლოდ … საკადრო სიღარიბე, ღირებულებათა სიღარიბე…

ეს სიღარიბე არის საფრთხე ქართული საზოგადოებისთვის, მაგრამ ჯერჯერობით არ არის შესაძლებლობა ნაცპროპაგანდისთვის.სიღარიბე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ შედგეს რევანში. საჭიროა გავღატაკდეთ, აი ეს არის ამოცანა. გირგვლიანს ვერ დაგვმართებენ, ინსტიტუციურად არა ვართ მზად, უნიათონი ვართ იმისთვის, რომ გირგვლიანი ჩავიდინოთ. შესაბამისად, ერთადერთი გზა არის სიღატაკე. სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერდაძლეული სიღარიბე არ არის მათთვის შესაძლობა, მაგრამ სიღატაკეს…

ამიტომ, ყველა ძალისხმევას ხმარობენ, რომ ჩვენ გაგვაღატაკონ. აი ეს ყველანაირი უსინდისო მოთხოვნები, რომ რუსეთს დავუწესოთ სანქციები, იმისთვის რომ მივიღოთ სანქციები, რომ კიდევ უფრო გავღატაკდეთ და ისე გამწარდეს ხალხი, რომ ბინ ლადენის მობრუნებაზეც თანახმა იყოს” – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად