“ნაცმოძრაობის” წევრი ირაკლი ჩხვირკიას: რატომ წახვედი კობა ხაბაზის გარეშე? მელიამაც ხო გაგაფრთხილა?

"ირაკლი შენ ხომ გითხრეს რომ არ უნდა წასულიყავი თვითნებურად მაგ აქციაზე. ხომ გაგაფრთხილა მელიამაც, წიკლაურმაც, კობა ხაბაზმაც გთხოვა. გუშინ ჩვენ გვქონდა თათბირი მაგის თაობაზე და წახვედით თვითნებურად. ჩვენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაგვაყენე შენ. წახვედი და იძახი მე გადავარჩინეო. რისი გადამრჩენი იყავი. შენ რომ "გადაარჩინე" პოზიციამ გამოიყენა ჩვენს საწინაარმდეგოდ. ჩვენ გვალნძღავენ", – ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბადრი შუბლაძემ "თავისუფალი ზონის" ყოფილ წევრს ირაკლი ჩხვირკიას, რომელიც ბათუმის მოვლენების შემდეგ ზონიდან გარიცხეს. 

ირაკლი ჩხვირკიამ შუბლაძეს უპასუხა და განაცხადა, რომ ის რომ არ ჩართულიყო ამ მოვლენებში "ქართული ოცნება" მაინც ეტყოდა  "ნაციონალური მოძრაობას", იმას რასაც ეუბნება.

"მე რომ არ ჩავრეულიყავი ამ სიტყვებს არ მიაყენებდა "ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას"? არ ვაპირებ ბადრის კითხვებზე პასუხის გაცემას, ბადრის პირადად დაველაპარაკები. ბადრი შენ ახლა იმას ლაპარაკობ რაც ოფისიდან გამოსვლისას ვიღაცამ დაგარიგა", – განაცხადა ჩხვირკიამ. 

ბადრი შუბლაძე: "რა უნდა დამარიგოს, მე აბსოლუტურად არავის არ დავურიგებივარ. შენ იცი რომ დარიგებას არ ვიღებ. გითხრეს და არ შეისმინე. რატო წახვედი კობას გარეშე?"

ჩხვირკია: შეეძლო "ნაციონალურ მოძრაობას" ეს მტკიცებულებების დონეზე დაელაგებინა და ფაქტებად შეეტრიალებინა. 

შუბლაძე: შენ ზიანი მიაყენე პარტიას, თავისუფალ ზონას და სულ ყველას მოგვაყენე ზიანი. შენი ე.წ აქტიურობით. არა ხარ მართალი. შენ გალანძღე პარტიაც, მეც და მთელი ჩვენი ზონაც.  

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად