“ნაცმოძრაობის” ყრილობას “თავისუფალი დემოკრატები”, “რესპუბლიკელები” და “ახალი მემარჯვენეებიც” ესწრებიან

ამ წუთებში სასტუმრო “ბილტმორში” “ნაციონალური მოძრაობის” რიგით მე-8 ყრილობა მიმდინარეობს. ყრილობაზე სიტყვით გამოდიან პარტიის ლიდერები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აშშ-დან ვიდეოზარის მეშვეობით ჩაერთო.

“ნაციონალური მოძრაობის” ყრილობას “ახალი მემარჯვენეების”, “თავისუფალი დემოკრატების”, “რესპუბლიკელების”, “კანონი დასამართალის” წევრები ესწრებიან.

ყრილობაზე აგრეთვე “ევროპული საქართველოსა” და “თავისუფალი დემოკრატების” მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა შავგულიძე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად