“ნაცმოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატები წყალტუბოში, ზესტაფონსა და ხარაგაულში

ხვალ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იმერეთში მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს.
 

როგორც "აიპრესს" "ნაცმოძრაობაში" განუცხადეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად წყალტუბოში მამუკა საღარეიშვილი, ზესტაფონში ზურაბ ბუცხრიკიძე, ხოლო ხარაგაულსა და ბაღდათში გია რობაქიძე იბრძოლებენ.

იმერეთის რეგიონში მაჟორიტარობის კანდიდატებს პარტიის ლიდერები წარადგენენ.

ცნობისთვის, გასულ კვირას "ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა და სამ ოლქში ამომრჩევლის ხმების მოსაპოვებლად: გია თევდორაძე, აკაკი ბობოხიძე და გიგი წერეთელი იბრძოლებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...