“ნაცმოძრაობის” ლიდერები “შავ სიას” და დასასჯელი ადამიანების ნუსხას ადგენენ

ოპოზიცია ე.წ. “შავი სიის” შედგენისთვის ემზადება.

ოპოზიციის ლიდერების თქმით, სიაში მაღალჩინოსნებთან ერთად, სამართალდამცველები და მოსამართლეები იქნებიან – ყველა ისინი, ვინც ოპოზიციის მტკიცებით, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ხელს უშლის.

“ე.წ. “შავ სიაში” მოხვდებიან ის ადამიანები, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს, უგულებელყოფენ ყველა საკანონმდებლო ჩარჩოს, შესაბამისად ამ ადამიანების შესახებ უნდა იცოდეს საზოგადოებამ. ჩვენ მივაწვდით მათ სახელს და გვარებს ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებსაც,” – აღნიშნა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ხატია დეკანოიძემ.

უდუმაშვილი კონკრეტულ გვარებზე არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ სიაში აუცილებლად მოხვდებიან „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირები, ასევე მოსამართლეები.

„ყველანი, განსაკუთრებით ისინი, ვინც ბოლო პერიოდში გამოირჩეოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენით საქართველოს მოსახლეობისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ყველა ეს ხალხი მოხვდება „შავ სიაში“ და შემდეგ სია გადაეგზავნება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რათა მოხდეს რეაგირება დასავლელი მეგობრების მხრიდან. კონკრეტულ გვარებზე მე ვერ ვისაუბრებ ჯერჯერობით, სანამ ბოლომდე არ მოხდება სიის ფორმირება, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ სიაში ძირითადად არიან მოსამართლეები და მაღალი პოლიტიკური ფიგურები „ქართული ოცნებიდან“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად