“ნაცმოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი 2000 ლარით დაჯარიმდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი 2000 ლარით დაჯარიმდა. ელგუჯა ბაგრატიონი 2 მაისს ურეხის სასაფლაოებთან სამართალდამცავების დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

ბაგრატიონის თქმით, სასაფლაოებთან მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდა და იგი ტერიტორიაზე შესვლას არ ითხოვდა. მისივე თქმით, მას პოლიციელებთან კამათი მას შემდეგ მოუვიდა, როცა სასაფლაოზე 12 თებერვალს დაღუპული 25 წლის მეხანძრე-მაშველის თორნიკე კიპაროიძის ცოლი არ შეუშვეს.

“ურეხის სასაფლაოსთან მონიტორინგის მიზნით ვიმყოფებოდი, სადაც შემთხვევით შევნიშნე, რომ დაღუპული მეხანძრე- მაშველის მეუღლე იყო და სასაფლაოზე შესვლას ითხოვდა. ამ ქალის მხრიდან, ჯერ თხოვნა იყო შემდეგ ის ტიროდა. ხელვაჩაურის პოლიციის საამმართველოს უფროსის მოადგილე შოთა ბაღიაშვილი, რომელიც ესებუა-გალდავას კლასტერია იგი მეხანძრე-მაშველის ცოლს ცინიკურად ეუბნებოდა, რომ აკრძალვა ყველაზე ვრცელდება. ასეთმა საუბარმა, ჩემი პროტესტი გამოიწვია, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამ მაღალჩინოსანს დავპირდი, რომ ქალისადმი ასეთი შეურაცხყოფის ფაქტს, ტელევიზიების თანდასწრებით ვიტყოდი და შესაბამისად ველოდებოდი მედიასაშუალებებს და იქვე წყლის დასალევად გადავაადგილდი. ამ დროს ბაღიაშვილმა პოლიციელებს ჩემი დაკავება უბრძანა. პოლიციის განყოფილებაში გადამიყვანეს, იქ მითხრეს, რომ 2000 ლარით დავჯარიმდი, სინამდვილეში სასაფლასთან არ ვაპირებდი შესვლას. მე პოლიციაზე დაუმორჩილებლობას მედავებიან. სასამართლო, ოქმებისა და მტკიცებულებების არ ქონის გამო, 14 მაისამდე გადაიდო პროცესი“, – აცხადებს, ელგუჯა ბაგრატიონი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...