“ნაცმოძრაობის“ აქტივისტს, ლაშა ქველაძეს და არიფ უსუპოვს სასამართლომ გირაო შეუფარდა

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს, ლაშა ქველაძეს 3 ათასლარიანი, არიფ იუსუპოვს კი – 4-ათასლარიანი გირაო შეუფარდა. დაკავებულები თანხის გადახდისთანავე გათავისუფლდებიან.

“ჩვენ ველოდით რომ გირაოს შეუფარდებდნენ და გამოუშვებნენ, მიუხედავად იმისა რომ პიროვნება არის დაზარალებული. დაზარალებულად ცნეს და შემდეგ დააკავეს. ვაპირებთ ეს გადაწყვეტილება გავასაჩივროდ, რადგან ლაშა ქველაძე ტყუილ-უბრალოდაა დაკავებული.. ის არის ძალიან კარგი პიროვნება რომელიც თავის საქმეს უძღვებოდა და უნდოდათ თავისი საქმისთვის ჩამოეშორებინათ, რადგან ოლქის სხვა წევრებმა თავი კარგად იგრძნონ. ეს იყო წმინდა პოლიტიკური დაკავება”, – განაცხადა დაკავებული ლაშა ქველაძის ბიძაშვილიმა “ტვ პირველთან”.

შეგახსენებ, “ნაციონალური მოძრაობის“ საოლქო კომისიის წევრი, ლაშა ქველაძე გუშინ, სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნოდ აგიტაციის ან კამპანიის დროს ძალადობას, ძალადობის მუქარას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

არიფ იუსუპოვს კი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად