„ნაცმოძრაობის“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სიის №1 ბუბა კიკაბიძეა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დეპუტატმა თიკა ბოკუჩავამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია წარადგინა. სიის პირველი ნომერია მომღერალი ბუბა კიკაბიძე.

მისი თქმით” ბუბა კიკაბიძე არის უშიშრობის, პატრიოტიზმის და მოუსყიდაობის სიმბოლო და სწორედ ამიტომ ბუბა კიკაბიძე არის ჩვენი სიის პირველი ნომერი”.

სიის ათეული კი ასეთია:

  1. ბუბა კიკაბიძე.
  2. გრიგოლ ვაშაძე.
  3. ნიკა მელია.
  4. ხატია დეკანოიძე.
  5. კობა ნაყოფია.
  6. დევი ჭანკოტაძე.
  7. ლევან ვარშალომიძე.
  8. სალომე სამადაშვილი.
  9. ზალიკო უდუმაშვილი.
  10. ხათუნა სამნიძე.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად