თელავში პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს “ნაციონალური მოძრაობას” მოთხოვნილ ადგილზე აქციის გამართვაზე უარი ეთქვა.
თელავის მერის, შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, ტერიტორია, რომელიც “ნაცმოძრაობამ” აქციის გასამართად მოითხოვა ცერემონიის ზონას მოიცავს , ამიტომ მათ ალტერნატიული ფართი შესთავაზეს.
“ჩვენ განუმარტეთ წერილობით, რატომ ვერ დაკმაყოფილდებოდა მათი მოთხოვნა. ალტერნატიული ფართი შევთავაზეთ,ეს არის კოსტავას ქუჩაზე მდებარე 9 აპრილის მემორიალი. “- განაცხადა თელავის მერმა.
ცნობილისათვის, ინაუგურაციის ტერიტორიიდან 9 აპრილის მემორიალი რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობს.
კომენტარები