“ნაცმოძრაობა”: თელავში შეკრებით არანაირად არ შევუშლით ხელს ინაუგურაციის დაგეგმილ ღონისძიებას

“გაერთიანებული ოპოზიცია” 16 დეკემბერს, თელავში საპროტესტო აქციის ჩაატარებს. ამის შესახებ “აიპრესს” “ნაციონალური მოძრაობის” კახეთის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა განუცხადა.
გიორგი ბოტკოველის თქმით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიას უკვე ჩააბარეს დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ 16 დეკემბერს მშვიდობიან აქციას რუსთაველის ქუჩაზე, ერეკლე მეორის ძეგლსა და მრავალწლოვან ჭადარს შორის არსებულ პერიმეტრზე გამართავენ.
“16 დეკემბერს,თელავში რუსთაველის ქუჩაზე ჩავატარებთ მშვიდობიან მანიფესტაციას, სადაც მოსახლეობა გამოხატავს თავის ნებას.აქ შეკრებით არანაირად არ შევუშლით ხელს დაგეგმილ ღონისძიებას.უკვე ვაცნობეთ მერიას ამის შესახებ, ასევე პოლიციას და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს,რომ დაცული იყოს აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება. მშვიდობიან აქციას დავიწყებთ 2 საათზე და აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბება “-განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად