“ნაცმოძრაობა”: ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა გამოვლინდა

არამიზნობრივი ხარჯვა ქობულეთის მუნიციპალიტეტში-“ნაციონალური მოძრაობა” 2018 წლის სახელმწიფო აუდიტის დასკვანას აქვეყნებს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან დასკვნაში 15 პუნქტია გამოყოფილი, რომელიც ქონების უკანონო განკარგვას და ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვას ეხება.

“ნაციონალურ მოძრაობაში” აღნიშნეს, რომ დასკვნაში საუბარია 2018 წლის ქობულეთის ბიუჯეტზე, რომელიც კანონთან შეუსაბამოდაა მიღებული, დაუსრულებელია და უხარისხოდაა შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

რეზო ხარაზი აცხადებს, რომ ქობულეთის მერი არის დამნაშავე. მის უწყებაში მილიონობით ლარს ფლანგავენ. ნაციონალური მოძრაობა მოუწოდებს მთავრობის თავმჯდომარეს შეეშვან ოპოზიციის დევნას და ბიუჯეტიდან თანხების მითვისებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად