“ნაცმოძრაობა” ივანიშვილს აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტისთვის ბოდიშის მოხდას სთხოვს

“დღეს ბიძინა ივანიშვილმა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს აგრესიით მიმართა – “სად გაიზარდე შვილო? ნუ უზრდელობ” – ბატონო ბიძინა დაფიქრდით თქვენ სად გაიზარდეთ. ვინ შეგაძულათ ქართველი ხალხი ისე რომ ახალგაზრდებისა და ჟურნალისტებისათვის ტყვიის სროლა და თვალების დათხრა სახელმწიფოებრივ საქმედ მიგაჩნიათ,” – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გია აბულაძე დღეს ბიძინა ივანიშვილის შეურაცხმყოფელ რეპლიკებს ჟურნალისტის მიმართ კითხვის დასმის დროს.

ოპოზიცია “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და აჭარის რეგიონის პირველი პირებისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს, მაუწყებლის ბორდს კი შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს:

“დღეს ბიძინა ივანიშვილმა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს აგრესიით მიმართა – “სად გაიზარდე შვილო? ნუ უზრდელობ” – ბატონო ბიძინა დაფიქრდით თქვენ სად გაიზარდეთ.

ვინ შეგაძულათ ქართველი ხალხი ისე რომ ახალგაზრდებისა და ჟურნალისტებისათვის ტყვიის სროლა და თვალების დათხრა სახელმწიფოებრივ საქმედ მიგაჩნიათ,

ვინ მოგაწყურათ ჩვენი მოქალაქეების სისხლი?

დღეს თქვენ თავს უფლება მიეცით და ეს მოუშუშებელი ჭრილობა უფრო გახსენით
და როცა ამაზე ჩნდება კითხვები შემდგომ ისევ აგრესიითა და შეურაცხყოფით მიმართეთ ჟურნალისტს.

მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილს:

1. დაუყოვნებლივ ბოდიში მოუხადოს აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტსა და საზოგადოებას ჟურნალისტისათვის შეურაცხმყოფელი მიმართვისა და სიძულვილის ენით საუბრის გამო;

2. ქართული ოცნების რეგიონულმა ლიდერმა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ბოდიში მოუხადონ ასევე საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილის მიერ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტზე შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო;

3. აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ მისცეს შეფასება მომხდარ ფაქტს და უზრუნველყოს ჟურნალისტების უფლებების დაცვა” – აცხადებს გია აბულაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბათუმში სასტუმრო ჰილტონში პარტიული შეხვედრის შემდეგ “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ჟურნალისტების კითხვებს უოასუხა. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტის კითხვებს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით კი ბიძინა ივანიშვილის გაღიზიანება მოჰყვა და მიმართა:

“სად გაიზარდე შვილო, ეცით პატივი კოლეგას მაინც, კითხვაზე მაპასუხებინეთ… “დაწყნარდით ცოტა”, “ნუ უზრდელობ” აჭარის ტელევიზია კი რუსთავი 2-ს შეადარა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...