“ნაცმოძრაობა” და მისი დამქაშები ისტერიკაში იმიტომ ჩავარდნენ, რომ გამოძიება სწორად მიდის”

"მიუხედავად იმისა, გამათბობელი აბსოლუტურად გამართულად მუშაობდა, ზურას და რაულ უსუპოვის სიკვდილის მიზეზად გაზით გაგუდვა დასახელდა. თან  ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გაზი გამორთული იყო და ეს თბილგაზის ჟურნალშიცაა დაფიქსირებული, ავარიის გამო ღამის 3-ის ნახევარზე მივიდნენ და გამორთეს გაზი. ეს ადამიანები გაზით გაიგუდნენ მაშინ, როცა გაზი გამორთული იყო?" – განაცხადა ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგლა ჟვანიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "არჩევანში".

გოგლა ჟვანიას თქმით, წინა ხელისუფლებამ და მაშინდელმა გამოძიებამ უბინძურესი ვერსიები შეთითხნეს რეალური მიზეზის გადასაფარავად. 

"რაც შეეხება დელიკატურ თემებს, წინა ხელისუფლება არასდროს დუმდა ამ საკითხზე და მაქსიმალურად ცდილობდნენ საზოგადოებაში გაევრცელებინათ ეს აზრი და არაერთხელ უსაუბრია სააკაშვილს და ნაცმოძრაობის წევრებს ამ თემაზე, მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში აღარ იყვნენ. მე პრობლემა არ მაქვს ამ თემაზე საუბრის, მე ეს ვიცოდი 2004 წლიდან, ეს იცოდა ნინომაც და დედაჩემმაც და ჩვენ ეს ყველაფერი ვიცოდით, ეს დელიკატური მომენტები.  პირდაპირ გეტყვით, ეს დადგმული სცენა იყო, რომ არატრადიციული სექსუალური ურთიერთობა ჰქონდათ. ეს იყო დადგმული. ამას ახლა პირდაპირ ეთერში ვამბობ, ეს მთელს საქართველოს ესმის და არ არის ახალი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, რასაც ის ხელისუფლება თითხნიდა" – განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

მისი თქმით, იმიტომ ჩავარდა "ნაციონალურ მოძრაობა" და მათი დამქაშები ისტერიკაში, რომ გამოძიება მიდის სწორი გზით. "ვინ დადგა ეს სცენა და როგორ დადგა, ეს ყველაფერი გამოაშკარავდება და ამაზე ადამიანები ძალიან სერიოზზულ პასუხს აგებენ, ერთია რომ მოკლეს ადამიანი, მეორეა, რომ ეს უბინძურესი ვერსია შეთითხნეს, მე გარანტიას გაძლევთ, რომ ამაზე პასუხს აგებენ ადამიანები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად