“ნაცმოძრაობა” აჭარის უმაღლესი საბჭოს დაბოქლომებას ცდილობს – ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

ამ წუთებში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ოპოზიციის სხვა დამჭერებეი, აჭარის უმაღლესი საბჭოს ეზოს შესასვლელთან აქციას მართავენ და ცდილობენ საკანონმდებლო ორგანოს ეზოს ჭიშკარს ბოქლომი დაადონ, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს.

აჭარის პოლიციის უფროსის, კოტე ანანიაშვილის განცხადებით, რომელიც აქციაზე მიმდინარე პროცესებს უწევს კონტროლს, ოპოზიციას აქვს პროტესტის გამოხატვის უფლება, მაგრამ არა ბლოკირების.

„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კირთაძის განცხადებით, უმაღლესი საბჭოს დაბოქლომების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიირეს, რაც უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ელგუჯა ბაგრატიონი, თბილისში მიმდინარე აქციაზე დააკავეს, ამასტან დაკავშირებით კი, დეპუტატებს ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოდან, არანაირი რეაქცია არ ჰქონიათ.

„სამარცხვინო ბრალდებით დააკავეს ელგუჯა ბაგრატიონი და ამაზე აქ მსხდომ დეპუტატებს სიტყვა არ დასცდენიათ“,-აცხადებს კირთაძე.

შეგახსენებთ, რომ ელგუჯა ბაგრატიონი თბილისში აქციის დაშლის დროს დააკავეს. მას სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, 12- დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად