“ნაცმოძრაობა”: ახალციხეში ჩვენი შტაბის თანამშრომელს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

"ახალციხეში, ”ნაციონალური მოძრაობის” შტაბის თანამშრომელს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ",- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ხოშტარიას თქმით, პარტიის შტაბის წარმომადგენელი საარჩევნო შეხვედრის გადასაღებად მიდიოდა, რა დროსაც მის წინ მოძრავი გუბერნატორის ავტომობილი გაჩერდა, გადმოვიდნენ პირები და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ხოშტარიას განმარტებითვე, ეს ყველაფერი გუბერნატორის თვალწინ ხდებოდა. 

"გუბერნატორი ფაქტობრივად, პირადად მონაწილეობდა ძალადობრივ ინციდენტში”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად