ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკის მდივანს 10,000 ადამიანის მკვლელობაში მონაწილეობისთვის ბრალი წაუყენეს

გერმანიის ქალაქ იტზეგოხს პროკურატურამ ბრალი წაუყენა შტუტჰოფის ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილ მდივანს. ამის შესახებ CNN-ი წერს.

საქმე იშვიათია გერმანიის პროკურორებისთვის, ბოლო წლების განმავლობაში საკონცენტრაციო ბანაკის მრავალი მცველი და ბუღალტერი გაასამართლეს. მდივნები და ქალი თანამშრომლები წლებია, არ გაუსამართლებიათ.

ქალს ადანაშაულებენ “ებრაელი პატიმრების, პოლონელი პარტიზანებისა და საბჭოთა რუსეთის სამხედრო ტყვეთა სისტემატურ მკვლელობაში პასუხისმგებელ პირთა დახმარებაში”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში

განცხადების თანახმად, იგი მსახურობდა შტუტჰოფის ბანაკის მეთაურის მდივნად 1943 წლის ივნისიდან 1945 წლის აპრილამდე. ბანაკი მდებარეობდა ახლანდელი გდანსკის მახლობლად.

ისტორიკოსების შეფასებით, შტუტჰოფის საკონცენტრაციო ბანაკში 65 000 ადამიანი დაიღუპა.

ქალს ბრალი ედება “10 000-ზე მეტი ადამიანის მკვლელობის დახმარებაში”, ასევე ბანაკში მკვლელობის მცდელობაში თანამონაწილეობაში.

გერმანიის პროკურორები მის საქმეს იძიებენ 2016 წლიდან.

ადგილობრივი გაზეთის Hamburger Abendblatt-ის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ ქალის ვინაობა არ გაამხილა, იგი, სავარაუდოდ, 95 წლისაა და ჰამბურგის ჩრდილოეთით ცხოვრობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...