„ნაციონალურმა მოძრაობამ" მოუგო საკუთარ თავს, ახლა, ალბათ, „ხაბე“ „ხებეებს“ ჩააცმევს საკუთარ ამომრჩეველს და მოამზადებს რევოლუციისთვის,- ამის შესახებ "ხალხის ძალას" დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას.

მისივე თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ის ფრთა გაიმარჯვებდა, რომელიც უფრო მეტად დესტრუქციული და ყველაფრის მკადრებელია და ვისი პატრონებიც და თავად შემსრულებლებიც სწორედ ამით არიან გამორჩეულები

„ლევან ხაბეიშვილი გულწრფელად მემეტებოდა „ნაციონალური მოძრაობისთვის". „ნაციონალურმა მოძრაობამ" მოუგო საკუთარ თავს, ახლა ვნახოთ, ალბათ, „ხაბე“ „ხებეებს“ ჩააცმევს საკუთარ ამომრჩეველს და მოამზადებს რევოლუციისთვის. ვნახოთ, შემდეგი რა სახალისო შემოთავაზება იქნება მისგან. ეს სახეები არიან დისკრედიტირებულები. მათ მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციის ჟინი აქვთ, რაც წარუმატებელი იქნება ქვეყანაში. მათ ექნებათ ამის მცდელობა, მაგრამ შედეგი მათთვის სასურველი ვერ დადგება. მოსალოდნელი იყო, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ის ფრთა გაიმარჯვებდა, რომელიც უფრო მეტად დესტრუქციული და ყველაფრის მკადრებელია და ვისი პატრონებიც და თავად შემსრულებლებიც სწორედ ამით არიან გამორჩეულები, ეს არის მათი მახასიათებელი: დესტრუქცია, ძალადობა, არავითარი სინანული წარსულზე, ალბათ, პირიქით, თვლიან, რომ მათ დააკლდათ ძალადობა, რაც მანამდე ჩაიდინეს”, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ: „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.