“ნაციონალურმა მოძრაობამ” ბათუმის მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმის მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა.  

ბათუმში შეკრებილ პარტიის მხარდამჭერებს სიტყვით „ენმ“-ს ლიდერმა დავით ბაქრაძემ მიმართა, კანდიდატები კი პარტიის პირველმა ნომერმა აჭარაში ლევან ვარშალომიძემ წარადგინა.

ბათუმიდან მაჟორიტარ კანდიდატებად წარდგენილები არიან: მირდატ ქამადაძე, გიორგი კირთაძე და თემურ დუმბაძე.

„ნაცმოძრაობამ“ კანდიდატები აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრადაც წარადგინა, რომლისთვისაც ელგუჯა ბაგრატიონი, ნინო ჯინჭარაძ და ია აბულაძე იბრძოლებენ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად