„ნაციონალური მოძრაობის“ თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი ამომრჩევლის დაშინებასა და მოსყიდვაზე საუბრობს

გიორგი ბოტკოველისმტკიცებით, სოფელ ყარაჯალაში საარჩევნო კაბინაში მოქალაქეებს სოფლის რწმუნებულები შეყვებიან და მმართველი გუნდის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

“სოფელ ყარაჯალაში მიმდინარეობს პირდაპირი დაშინება და მოსყიდვა.ხოლო საარჩევნო უბნებთან კი მობილიზებულები არიან ადგილობრივები, რომლებიც პირდაპირ ჩვენს მხარდამჭერების ზეწოლას ახდენენ.ასევე, მე მინდა ხელისუფლებას და ეპიდემიოლოგებს ვკითხო ამდენი ადამიანის მობილიზება არის თუ არა საფრთხე კორონავირუსის გავრცელების”, – განაცხადა ბოტკოველმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებს გამოეხმაურნენ „ქართული ოცნების“ შტაბში,სადაც აცხადებენ რომ სოფელ ყარაჯალაში ოპოზიციის მხრიდან არეულობის მცდელობა უპასუხო ქმედების გარეშე არ დარჩება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად