“ნაციონალური მოძრაობის” სწრაფი მხარდამჭერი გეგმა: საქართველოს ყველა მოქალაქემ 1000 ლარი, ყველა ბავშვმა კი, 500 ლარი უნდა მიიღოს

“ნაციონალური მოძრაობის” ერთერთი ლერსი ნიკა მელია საგანგებო ბრიფინგზე ქვეყნის მოსახლეობის სწრაფი სოციალური დახმარების ინიციატივით გამოვიდა და მოუწოდა ხელისუფლებას, განახორციელოს აღნიშნული ინიციატივა, წინააღმდეგ შემტხვევაში კი დატოვოს სამუშაო ოთახები.

ნიკა მელიას ინციატივის მიხედვით, კრიზისში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქემ,  სახელწმიფოსგან 18 წლის ზემოთ, 1000 ლარი, ხოლო ბავშვებმა -500 ლარი უნდა მიიღონ.

“ვიმუშავეთ რეფორმების გუნდთან ერთად და ერთადერთ სწორ გამოსავლად მიგვაჩნია რაც აუცილებლად უნდა იქნას გაკეთებული და რაც უკვე  გაკეთდა უამრავ, არც თუ მდიდარ სახელმწიფოებში, სწრაფი, სამართლიანი მხარადჭერის გეგმა. ყველა მოქალაქეს 18 წლის ზემოთ, 1000 ლარი, გარდა იმ მოქალქეებისა, ვისაც შემოსავალი აქვს 40 ათასი ლარი და ზემოთ, ყველა ბავშვს – 500 ლარი” -განაცხადა ნიკა მელიამ.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი.

“თებერვალი გავიდა, როცა კრიზისმა იფეთქა. გავიდა მარტი, აპრილი, მაისი სრულდება, ზაფხულში შევდივართ და ჯერ არაფერი არ არის. ვირუსამდე და კრიზისამდე ვიცოდთ, რომ მოსახლეობის 50% ისედაც ვალით შეხვდა ამ კრიზისს. კეთილი ინებეთ ხელისუფლებავ, ეს არის მისხალ-მისხალ დათვლილი, როგორ და რანაირად უნდა გაუმართოთ ხელი საკუთარ ხალხს, ვისთვისაც თქვენ წესით და რიგით უნდა იყოთ მჭვუნვარები იმ სავარძლებში, სადაც ხართ. სწრაფი ფულადი დახმარება ყველას და თუ ამის შესაძლებლობა არა გაქვთ, კეთილი ინებეთ და დატოვეთ სამუშაო ოთახები. გამოდით მანამ, სანამ დრო არის. თუ ხალხს ვერ ეხმარებით, გამოდით და დაეხმარება სხვა” -განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად