„ისინი ვალდებულნი არიან, დაემორჩილონ ელემენტარულ მოთხოვნებს; წარმოადგინონ ექიმთა სია, რომლებსაც ექნებათ საქართველოში საექიმო საქმიანობის განხორციელების ლიცენზია და ამის შემდგომ იქნება შესაძლებელი მსჯელობა. ბუნებრივია, შეიძლება ადამიანები შევიდნენ შეცდომაში, როდესაც მიზანმიმართულად მთელი რიგი მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მას არ აძლევენ მკურნალობის უფლებას. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი." - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

"დღემდე ჩვენ არ გვაქვს ამ ექიმების სია და, შესაბამისად, ამ საკითხზე ვერც ვიმსჯელებთ. სხვა რა არის ამ კამპანიის მიზანი, თუ არა ის, რომ, უბრალოდ, არსებობდეს ილუზორულ წარმოსახვაში ექიმების შეშვების მოთხოვნა, მაგრამ ამისთვის არაფერს აკეთებდე. ეს არის სიმართლე ამ საკითხის შესახებ" - განაცხადა რატი ბრეგაძემ.